სამედიცინო   სექსოლოგია   ინტერდისციპლინარული  დარგია, რომლის   შესწავლის   საგანია   ადამიანის   სქესობრივი  ჯანმრთელობა, რაშიც    მოიაზრება  როგორც  მამაკაცისა  და   ქალის სექსუალური  დისფუნქციები, ისე  სექსუალობასთან   დაკავშირებული მრავალი  სხვა   ასპექტები.

        ადამიანთა    სექსუალობა    გამოიხატება  იმით, თუ   როგორ   იზიდავენ    მათ   სხვა    ადამიანები. მათი   გრძნობები   შეიძლება   იყოს    ჰეტეროსექსუალური (საწინააღმდეგო   სქესისადმი ლტოლვა), ჰომოსექსუალური (თავისივე   სქესისადმი   ლტოლვა), ან   ბისექსუალური (ორივე   სქესისადმი    ლტოლვა).

         „მეთიკლინიკა  გთავაზობთ შემდეგი პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას: 

  • სექსში წარუმატებლობის შიშით („მოლოდინის ნევროზით“) ანუ ფსიქოგენური ფაქტორით განპირობებული ერექციის დარღვევა და „პირველი საქორწინო ღამის“ სხვა პრობლემები;
  • მეტაბოლური სინდრომით  განპირობებული ერექციული დისფუნქცია;
  • შაქრიანი დიაბეტით განპირობებული ერექციული დარღვევები;
  • სისხლძარღვოვანი და სხვა ორგანული მიზეზებით გამოწვეული ერექციული დისფუნქცია;
  • ნაადრევი ეაკულაცია (სპერმის დანთხევა ერთ წუთზე უფრო მალე);
  • ეაკულაციის (სპერმის დანთხევა) გაძნელება;
  • ანეაკულატორული სინდრომი (სპერმის დანთხევის შეუძლებლობა);
  • ჰეპატიტი “C”-ს მკურნალობის (ინტერფერონოთერაპიის) შედეგად განვითარებული სექსუალური დისფუნქციები;
  • პროსტატაზე ქირურგიული ოპერაციების შემდგომი ერექციული და ეაკულაციური დარღვევები;
  • სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება (დაკავშირებული მამაკაცის ხნოვანობის სინდრომთან, ჰიპოგონადიზმთან და სხვა ნეირო-ენდოკრინულ ფაქტორებთან);
  • ნარკომანიით დ ა ქრონიკული ალკოჰოლიზმით განპირობებული ერექციული და ეაკულაციური დარღვევები;
  • მამაკაცის უნაყოფობა;
  • ცოლ-ქმრული ან პარტნიორული წყვილის სექსუალური დისჰარმონია(შეუთავსებლობა);
  • დევიანტური ქცევა (სექსუალური გადახრები);
  • სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტირება.